ტრამპი გეგმავს, რომ აშშ-მა 5-მილიონიანი ღირებულების „ოქროს ბარათები” გაყიდოს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია 5 მილიონი დოლარის “ოქროს ბარათის”  შემოღებას გეგმავს, რომელიც პირებს ამერიკაში მუდმივ ბინადრობის უფლებას მიანიჭებს,- ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი წერს.

„ჩვენ “ოქროს ბარათს” გავყიდით 5 მილიონ დოლარად, ეს გარკვეულწილად, ეკონომიკას გააძლიერებს. ეს ჰგავს „მწვანე ბარათს“, მაგრამ უფრო მაღალი დონისაა. არის გზა მოქალაქეობისკენ ადამიანებისთვის, რომლებიც ან ძალიან შეძლებულნი, ან განსაკუთრებული ნიჭის მქონეები არიან.

ისინი ფინანსურად ძლიერები და წარმატებულები იქნებიან, დახარჯავენ დიდ თანხებს, გადაიხდიან მაღალ გადასახადებს და შექმნიან ახალ სამუშაო ადგილებს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, ეს ინიციატივა მისი ადმინისტრაციის იურისტებმა უკვე დაამტკიცეს და პროგრამა დაახლოებით ორ კვირაში ამოქმედდება.

მისი თქმით, აშშ-მა შესაძლოა 1 მილიონზე მეტი “ოქროს ბარათი” გაყიდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები