“ჰამასი” – 4 მოკლული მძევლისა და პალესტინელი პატიმრების ერთდროულად გათავისუფლებაზე შეთანხმება მიღწეულია

“ჰამასი” ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარს დღეს გადასცემს, საპასუხოდ ისრაელის ციხეს 602 პალესტინელი პატიმარი დატოვებს,- ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael-ი ავრცელებს.

შეთანხმება დაადასტურა ისრაელის ოფიციალურმა პირმა, რომელიც ამბობს, რომ ტყვეების გვამებს ოთხშაბათს დაუბრუნებენ და ეს დაასრულებს ჩიხს, რომელიც საფრთხეს უქმნის მრავალფაზიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მისი პირველი ეტაპის დასრულებამდე.

„მიღწეულია შეთანხმება პალესტინელი პატიმრების დაგვიანებული გათავისუფლების საკითხის გადასაჭრელად, რომლებიც უნდა გათავისუფლდნენ ბოლო ეტაპზე. ისინი გაათავისუფლეს იმ ისრაელი ტყვეების ცხედრებთან ერთად, რომლებიც შეთანხმებული იყო გადასაყვანად პირველ ეტაპზე“, – ნათქვამია ჰამასის განცხადებაში.

პროცესი ეგვიპტის შუამავლობით გაიმართება. მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ პალესტინელების ციხიდან გამოშვება იქამდე გადაიდება, ვიდრე “ჰამასი” ტყვეების გათავისუფლებისას, პიროვნების ღირსების შემლახავი ე.წ. ცერემონიების გამართვას არ შეწყვეტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები