გერმანიის ფინანსთა მინისტრის თქმით, რუსეთი G7-ში არ დაბრუნდება

რუსეთი არ მიიღება შვიდი სახელმწიფოს ჯგუფში, როგორც ამას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ითხოვდა-, ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, იორგ კუკიესმა “როიტერს” განაცხადა.

”დიდი შვიდეულის დაგმობა რუსეთის აგრესიული ომის შესახებ ძალიან მკაფიოა, განსაკუთრებით რუსეთის სასტიკი თავდასხმის მესამე წლისთავზე”, – თქვა კუკიესმა.

მისივე თქმით, G7-მა შესაძლოა, განიხილოს წინადადება, რომ ევროპაში გაყინული 300 მილიარდდოლარიანი რუსული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები უკრაინის რეკონსტრუქციისთვის იყოს გამოყენებული.

“დისკუსია ჯერ ახლა იწყება და სავარაუდოდ, ჯერჯერობით ამის გადაწყვეტით თქმა ადრეა”,- განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ტრამპმა თქვა, რომ რუსეთის დიდ შვიდეულში დაბრუნებას ისურვებდა, რადგან, მისი თქმით, მოსკოვის გაძევება შეცდომა იყო.

“ეს არ არის რუსეთის მოწონება-არ მოწონების საკითხი. ეს დიდი რვიანი იყო”, – თქვა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები