მედია: ზელენსკი 28 თებერვალს ვაშინგტონში ვიზიტს გეგმავს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს, 28 თებერვალს ვაშინგტონში ვიზიტს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
„ვოლოდიმირ ზელენსკი პარასკევს ვაშინგტონში ვიზიტს გეგმავს, რათა შეხვდეს დონალდ ტრამპს მას შემდეგ, რაც ოფიციალური პირები წიაღისეულის პროექტზე შეთანხმდნენ“, – თქვა ტელეკომპანიის წამყვანმა პირდაპირ ეთერში.