უკრაინამ და აშშ-მა მინერალურ რესურსებზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინელ თანამდებობის პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შეთანხმებას წინ უძღოდა აშშ-ის მიერ, „ყველაზე მკაცრ მოთხოვნებზე“ უარის თქმა. უფრო კონკრეტულად კი, დათქმას მიღებული რესურსებიდან 500 მილიარდი დოლარის პოტენციური შემოსავლის გადარიცხვას ფონდში, რომლის 100%-საც შტატები მიიღებდა.
სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ეს შეთანხმება გააუმჯობესებს ურთიერთობებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან.
„უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კიევი ახლა მზად არის მოაწეროს ხელი შეთანხმებას საკუთარი მინერალური რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის, ერთობლივ ათვისებაზე მას შემდეგ, რაც აშშ-მა უარი თქვა 500 მილიარდი დოლარის პოტენციურ შემოსავალზე რესურსების განვითარებისგან“, – აღნიშნულია სტატიაში.