USAID-ის დაფინანსებასთან დაკავშირებით სერბეთის პოლიციამ სამოქალაქო საზოგადოების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა
USAID-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრების ბოროტად გამოყენების საქმის ფარგლებში სერბეთის პოლიციამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
სახელმწიფო პროკურორმა, ნენად სტეფანოვიჩმა განაცხადა, რომ სერბეთმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს სთხოვა ინფორმაცია სერბეთში USAID-ის ფონდებთან დაკავშირებით სახსრების შესაძლო ბოროტად გამოყენებისა და ფულის გათეთრების შესახებ.
სპეციალურმა ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა პოლიციას დაავალა, შეაგროვოს საჭირო ინფორმაცია და მტკიცებულებები, რათა დადგინდეს, მოხდა თუ არა აღნიშნული ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა, მათი ბოროტად გამოყენება ან ფულის გათეთრება.