პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გურიის რეგიონში საკოორდინაციო შტაბის სხდომას მართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გურიის რეგიონში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ წუთებში საქართველოს მთავრობის მეთაური ოზურგეთში, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო შტაბთან შეხვედრას მართავს.

„მთავრობის მეთაური დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებსა და იმ ღონისძიებებს ეცნობა, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მოსახლეობის დახმარების მიზნით ახორციელებენ.

მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, ასევე მძიმე ტექნიკა. ინტენსიურად იწმინდება გზები. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოსაფხვრელად, პროცესში ჩაერთო თავდაცვის ძალები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები