Foreign Affairs: ევროპა მსოფლიო პოლიტიკაზე გავლენას კარგავს

ევროპა კარგავს თავის გავლენას საერთაშორისო პოლიტიკაში და მისი სტატუსი მსოფლიო წესრიგში სუსტდება, – ამის შესახებ გამოცემა Foreign Affairs იუწყება.

„დასავლეთის“ ისედაც დასუსტებული კონცეფცია გაქრება და შესაბამისად, ევროპის სტატუსიც შესუსტდება, რომელიც ცივი ომის შემდგომ პერიოდში, „დასავლურ სამყაროს“ იდეაში ვაშინგტონის პარტნიორი იყო“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროპა პოლიტიკური ფრაგმენტაციისა და სუსტი ლიდერობის გამო სირთულეებს აწყდება. საერთაშორისო ასპარეზზე მზარდი გეოპოლიტიკური კონკურენციის პირობებში, კონტინენტი იძულებულია ბალანსი დამოუკიდებლად შეინარჩუნოს, რომელიც მანამდე ვაშინგტონთან თანამშრომლობით იყო უზრუნველყოფილი, თუმცა, მისი შესაძლებლობები ამ მხრივ შეზღუდულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები