რუსეთმა სუმის ოლქი დაბომბა – არიან დაღუპულები

რუსეთმა სუმის ოლქზე მასიური იერიში მიიტანა,- ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოკუპანტებმა სუმის 13 ქალაქი დაბომბეს, იერიში 70-ჯერ მიიტანეს, შედეგად კი დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დაფიქსირებულია 169 აფეთქება. იერიშისას უპილოტო საფრენი აპარატები, ნაღმსატყორცნები და არტილერია იქნა გამოყენებული.

ამასთან, უკრაინის მთავრობის, მსოფლიო ბანკის, ევროკომისიისა და გაერო-ს ერთობლივ შეფასებაში – “ზარალისა და აღდგენის საჭიროებების სწრაფ შეფასებაში” (RDNA) გამოქვეყნდა მონაცემები, რომლის მიხედვითაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი წლის შემდეგ, ქვეყნის რეკონსტრუქციისა და აღდგენისთვის საჭირო თანხა 506 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები