გარდაცვლილი 107 წლის ქალის შვილთაშვილი: უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან; ჩემი დიდი ბებია ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა

“უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩემი დიდი ბებია ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა”, – ამის შესახებ გურიაში გარდაცვლილი 107 წლის ქალის შვილთაშვილმა, შორენა გურგენიძემ განაცხადა.

„მთელ საქართველოში და განსაკუთრებით გურიის რეგიონში ძალიან ძლიერი სტიქია მძვინვარებს. ხალხი და ხელისუფლება ერთობლივი ძალებით 24 საათი მუშაობენ იმისთვის, რომ არსებული მძიმე მდგომარეობა მოგვარდეს. ამ დროს ჩვენს ოპოზიციასა და მათ მედიებს დრო რჩებათ იმისთვის, რომ მოიფიქრონ და გაავრცელონ ბინძური ტყუილი. კერძოდ, საუბარი მაქვს ახლა ჩემს დიდ ბებიაზე, რომელიც 107 წლის ასაკში ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა. ის ბოლო რამდენიმე დღე ავადმყოფობდა. უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩემი აზრით, ასეთ დროს პოლიტიკური ქულების დაწერა ამორალურია“, – აღნიშნა გურგენიძემ ვიდეომიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები