სამხრეთ კორეაში გზატკეცილის კონსტრუქცია ჩამოიშალა – არის მსხვერპლი
სამხრეთ კორეაში, გზატკეცილის კონსტრუქციის ჩამოშლისას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა,- ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
შემთხვევა სამხრეთ კორეის დედაქალაქის, სეულის სამხრეთით მდებარე გზატკეცილზე, სეულიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მოხდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, ხიდის საყრდენი, ხუთი 50-მეტრიანი ბეტონის კონსტრუქცია ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიშალა.
ეროვნულმა სახანძრო სააგენტომ განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაციისთვის მობილიზებულია სამი შვეულმფრენი და თითქმის 150 თანამშრომელი, ხოლო ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა თანამშრომელთა ჯგუფი.