ილონ მასკი: კანადა ნამდვილი ქვეყანა არ არის

200 000-ზე მეტმა კანადელმა მოაწერა ხელი საპარლამენტო პეტიციას, რომლითაც მათ ქვეყანას მოუწოდეს, ჩამოერთვას ილონ მასკს კანადის მოქალაქეობა დონალდ ტრამპთან ალიანსის გამო.

პეტიცია 20 თებერვალს იქნა დარეგისტრირებული და მასკს ბრალს სდებს ისეთ საქმიანობაში, რომელიც კანადის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. პეტიციას უკვე 200 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

პეტიციაში ნათქვამია, რომ მასკის ტრამპთან დაკავშირება მას „უცხო მთავრობის წევრად აქცევს, რომელიც კანადის სუვერენიტეტის წაშლას ცდილობს“.

პეტიციის ორგანიზატორები კანადის პრემიერ მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს სთხოვენ, წაართვას მასკს კანადური პასპორტი და მოქალაქეობა დაუყოვნებლივ გააუქმოს.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში მასკი გამოეხმაურა.

„კანადა ნამდვილი ქვეყანა არ არის“, – წერს ილონ მასკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები