პუტინი – რუსეთს აქვს გაცილებით მეტი იშვიათი ლითონები, ვიდრე უკრაინას, მოსკოვი მზად არის შესთავაზოს ისინი დაინტერესებულ პარტნიორებს

რუსეთს აქვს გაცილებით მეტი იშვიათი ლითონები, ვიდრე უკრაინას, მოსკოვი მზად არის შესთავაზოს ისინი დაინტერესებულ პარტნიორებს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს არ აწუხებს აშშ-უკრაინის შესაძლო შეთანხმება რესურსებზე.

„ეს ჩვენ არ გვეხება. რუსეთს აქვს გაცილებით მეტი იშვიათი ლითონები, ვიდრე უკრაინას, მოსკოვი მზად არის შესთავაზოს ისინი დაინტერესებულ პარტნიორებს. რუსეთი მზად იქნება შესთავაზოს აშშ-ს იშვიათი ლითონების სფეროში ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობა”-, აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ამერიკელებს იშვიათი ლითონები სჭირდებათ, რუსებს კი ის ბევრი აქვთ.

„ჩვენ სტრატეგიული რესურსების განვითარების საკუთარი გეგმები გვაქვს, მაგრამ აქ თანამშრომლობის საკმაოდ ფართო პერსპექტივები იქმნება. პერსპექტივები არსებობს, შესაძლებლობები არის და როდესაც პოლიტიკური ნების გამოვლენისთვის შესაფერისი მომენტი დადგება, ჩვენ ამისთვის ღია ვიქნებით“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები