ევროპამ უნდა აღიაროს, რომ შესაძლოა, მარტო დარჩეს – ანდერს ფოგ რასმუსენი
ტრანსატლანტიკური ურთიერთობები ჩვენ თვალწინ იშლება,- ამის შესახებ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაშია აღნიშნული.
ნატო-ს ყოფილი ხელმძღვანელი აფრთხილებს ევროპას, რომ კონტინენტზე “მშვიდობის უზრუნველყოფის ტვირთი აიღოს” და მოუწოდა ქვეყნებს, მეტი დახარჯონ თავდაცვაზე.
რასმუსენი წერს, რომ მოსაგვარებელი იქნება ორი მთავარი გამოწვევა, ევროპამ დაიცვას საკუთარი თავი და უზრუნველყოს მდგრადი მშვიდობა სუვერენული უკრაინისთვის.
“ევროპა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ეგზისტენციალურად დაუცველები ვართ, არამედ ერთი შეხედვით მარტონი ვართ. ნატო-მ თავდაცვის ხარჯების სამიზნე დაუყოვნებლივ უნდა გაზარდოს”,- განაცხადა რასმუსენმა.
მისი კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ფრიდრიხ მერცმა, რომელიც, გერმანიის ახალი კანცლერი გახდება, გააფრთხილა ევროპა, რომ ნატო-მ შეიძლება, შეწყვიტოს არსებობა მისი ამჟამინდელი ფორმით, ამ შემთხვევაში კი ევროპა იზრუნებს საკუთარ თავდაცვაზე აშშ-სგან დამოუკიდებლად.