პუტინი: ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი ნულის ტოლია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვების შანსი ნულის ტოლია.

„რეჟიმის ამჟამინდელ მეთაურს არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს, მისი შანსი ნულის ტოლია“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთი არ არის წინააღმდეგი უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ტერიტორია არ იყოს გამოყენებული მოსკოვის საფრთხისთვის.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა, უკრაინაში მშვიდობისთვის, ან ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, პრეზიდენტის თანამდებობა დათმოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები