აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ომის დასრულების პოტენციური შეთანხმების ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განთავსებას დათანხმდება.
მისი თქმით, უკრაინაში ევროპული ჯარების სამშვიდობოდ განთავსებაში პრობლემას ვერ ხედავს.
„დიახ, ის [პუტინი] დათანხმდება ამას [ჯარების განთავსებას]. მე დავუსვი მას ეს კითხვა. მას არ სურს მსოფლიო ომი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინაში ომი შეიძლება ძალიან მალე, რამდენიმე კვირაში დასრულდეს.
„ვფიქრობ, უკრაინაში ომი შეიძლება ძალიან მალე დასრულდეს, რამდენიმე კვირაში, თუ ჭკვიანები ვიქნებით. თუ ჭკვიანები არ ვიქნებით, ეს გაგრძელდება. ეს ჩვენ არ გვინდა. შეიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს და არც ეს გვინდა“, – განაცხადა შეერთებული შტატების ლიდერმა.