გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის მიერ ინიცირებული რეზოლუცია დაამტკიცა
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, რეზოლუციის პროექტს, რომელიც ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას გმობს მხარი 93-მა ქვეყანამ დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა 18-მა მისცა, ხოლო 65-მა თავი შეიკავა.
აღსანიშნავია, რომ 16 ქვეყანასთან ერთად რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა აშშ-მა და რუსეთმა, ხოლო საქართველო კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.
ევროკავშირისა და უკრაინის მიერ მომზადებული რეზოლუცია ეხება „რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში“ და მოუწოდებს რუსეთს „დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.