ზელენსკი: G7-ის შეხვედრის ფარგლებში ტრამპთან ძალიან კარგი საუბარი მქონდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი G7-ის შეხვედრის ფარგლებში თავის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ესაუბრა.

ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება.

„რაც შეეხება დონალდ ტრამპს… ჩვენ ახლახან გვქონდა საუბარი. ეს იყო ძალიან კარგი საუბარი G7-ის შეხვედრის ფარგლებში, რომელსაც კანადა ხელმძღვანელობს“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებისთვის კანადას მადლობა გადაუხადა.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ აშშ მხარდაჭერას გააგრძელებს, როგორც ამას სხვა პარტნიორები აკეთებენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ევროპასა და აშშ-ს შორის ეს ერთიანობა არ უნდა დავკარგოთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები