ერდოღანი: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, რომ მომავალ წელს მშვიდობის წლისთავი აღვნიშნოთ და არა ომი
თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, თურქეთს გადაწყვეტილი აქვს ყველა ღონე გამოიყენოს, რათა ომი მოლაპარაკებების გზით დასრულდეს და მომავალ წელს უკრაინამ ომის წლისთავის ნაცვლად, მშვიდობა აღნიშნოს.
„როგორც სამი წლის წინ კონფლიქტის დაწყებისას გამოვაცხადეთ ჩვენი წინააღმდეგობა ომზე, ჩვენ კვლავ განსაზღვრული გვაქვს, რომ მოლაპარაკებების გზით ყველა ძალისხმევა გამოვიყენოთ ომის დასასრულებლად. ამასთან, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მტკიცე მხარდაჭერას“, – აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ომის დასრულების დიპლომატიური გზის აუცილებლობას.
„როგორც თავიდანვე განვაცხადეთ, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალი გზა შეიძლება გაიხსნას განტოლებით, სადაც ომის ორივე მხარე თანაბრად და სამართლიანად იქნება წარმოდგენილი.
ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა მომავალ წელს აღვნიშნოთ მშვიდობის წლისთავი და არა ომი“, – თქვა ერდოღანმა.