დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: ტრამპმა გლობალური საუბარი შეცვალა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლო კომენტარებმა შეცვალა გლობალური საუბარი.
„ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჩვენი კოლექტიური ძალების მობილიზება სამშვიდობო პროცესისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა ბოლო კვირების განმავლობაში გლობალური საუბარი შეცვალა და ეს შესაძლებლობას ქმნის“, – განაცხადა სტარმერმა.
მისივე თქმით, მდგრადი მშვიდობისთვის აუცილებელია, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინა იყოს წარმოდგენილი.
“თუ გვსურს, რომ მშვიდობა იყოს მდგრადი, უკრაინას უნდა ჰქონდეს ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან და ნებისმიერი შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს სუვერენულ უკრაინას, რომელსაც ექნება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები.
დიდი ბრიტანეთი მზად არის და სურს, მხარი დაუჭიროს ამას ჯარებით ადგილზე, სხვა ევროპელებთან ერთად და სათანადო პირობებით. საბოლოოდ, აშშ-ის მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება რუსეთის შეკავებისთვის, რათა მან რამდენიმე წელიწადში კვლავ არ დაიწყოს ახალი შეჭრა“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.