მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე ჩამოვაყალიბოთ მთავრობა, – ამის შესახებ კონსერვატიული ბლოკის – ქრისტიანულ-დემოკრატიული/ქრისტიანულ-სოციალური კავშირის (CDU/CSU) ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ახლა ჩვენ ერთად ვისაუბრებთ და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე ჩამოვაყალიბოთ მთავრობა. მსოფლიოში ყველა დაინახავს, რომ გერმანიას ჰყავს სანდო მთავრობა“, – განაცხადა მან.
გერმანიის სავარაუდო მომავალმა კანცლერმა თქვა, რომ ის ახლა აშშ-სგან უსაფრთხოების „დამოუკიდებლობას“ ეძებს და გამოთქვა ეჭვები ნატო-ს მომავალზე.
„ჩემთვის აბსოლუტური პრიორიტეტი იქნება ევროპის რაც შეიძლება სწრაფად გაძლიერება, რათა ეტაპობრივად მივაღწიოთ დამოუკიდებლობას აშშ-სგან“ თავდაცვის საკითხებში“,- თქვა მერცმა.
არჩევნებში ოფიციალური მონაცემებით მოპოვებული ხმებით, ეს მთავრობის შესაქმნელად საკმარისი არ არის და შოლცი, სავარაუდოდ, ახალი მთავრობის ფორმირებამდე კანცლერის მოვალეობის შემსრულებლად დარჩება.