ეგზიტპოლების თანახმად, ოლაფ შოლცის პარტიას ხმების მხოლოდ 16 % აქვს
ეგზიტპოლების თანახმად, ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში ფრიდრიხ მერცის კონსერვატიული ბლოკი – „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან სოციალური კავშირი“ ხმების 29 პროცენტით ლიდერობს.
ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეორე ადგილზეა – 19.5 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ კი ხმების 16 პროცენტი აქვს.
ეგზიტპოლების ინფორმაციით ამომრჩეველთა აქტივობა იყო 84%, რაც ყველაზე მაღალია 1990 წლის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ახალი კანცლერის არჩევა ბუნდესტაგში მმართველი კოალიციის შექმნამდე არ გაიმართება. ამ პროცესს შეიძლება თვეები დასჭირდეს.