საქართველოს რკინიგზის ცნობით, უამინდობის გამო მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი უქმდება
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, უამინდობის გამო მატარებლების კიდევ რამდენიმე რეისი უქმდება.
„საქართველოს რკინიგზა დამატებით გაცნობებთ, რომ გურიაში არსებული უამინდობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ: 23 თებერვალი – ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის საღამოს რეისი; 25 თებერვალი – თბილისი-ოზურგეთი; 25 თებერვალი – რიონი-ქუთაისი-რიონი; 25 თებერვალი -ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი; 25 თებერვალი -ბათუმი -ოზურგეთი-ბათუმი; 26 თებერვალი – ოზურგეთი-თბილისი; 26 თებერვალი – რიონი- ქუთაისი-რიონი;
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ“,- აღნიშნულია რკინიგზის ინფორმაციაში.