დონალდ ტრამპი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით პრეზიდენტები ერთმანეთს „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის“ დაწყებამდე შეხვდნენ.

„პრეზიდენტი ტრამპი პოლონეთის ლიდერ ანჯეი დუდას შეხვდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა. ასევე, პრეზიდენტმა ტრამპმა დუდა შეაქო თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის კუთხით, პოლონეთის თავდადების გამო“, – წერს თეთრი სახლის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები