„თითოეული იუნკრის თავდადება, ვაჟკაცობა ცალკე აღებული გმირობის ამბავია, რომელსაც განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში” – მიხეილ ყაველაშვილი
“ზუსტად 104 წლის წინ, 1921 წელს, 23 თებერვალს კოჯორ-ტაბახმელას გზაზე ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდები, იუნკრები წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაეცნენ. დღეს სწორედ ამ გმირ ახალგაზრდებს მივაგებთ პატივს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილი იუნკრების ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„თითოეული იუნკრის თავდადება, ვაჟკაცობა ცალკე აღებული გმირობის ამბავია, რომელსაც განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. აღფრთოვანებას წარმოადგენს ჩვენი იუნკრების გამოჩენილი სიმამაცე, შეუპოვრობა მრავალრიცხოვან და ბევრად ძლიერ ჯართან ბრძოლაში. დიდება და მარადიული ხსოვნა ჩვენს საამაყო, გმირ იუნკრებს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.