კიევზე დრონებით შეტევა განხორციელდა
კიევზე რამდენიმე საათის განმავლობაში დრონებით თავდასხმა მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
არსებული ცნობით, „შაჰიდის“ დრონების ნამსხვრევები კიევის რამდენიმე რაიონში ჩამოცვივდა, მათ შორის, გრიშკოს სახელობის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში.
ამას გარდა, სოლომენსკის რაიონში დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლების ფასადები და ცეცხლი გაუჩნდა ხეებს. ხანძარი გაჩნდა გოლოსეევსკისა და დარნიცკის რაიომებშიც. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით არ გავრცელებულა.