თბილისის ქუჩებსა და ქალაქის შემოგარენში ტექნიკური მარილი იყრება
“დედაქალაქში მოსული ნალექის გამო, თბილისის გზებსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე ინტენსიურად მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა”, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები, სპეცტექნიკით, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.
“თოვლიანობის გამო, საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22. დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება და დაიყრება ტექნიკური მარილი”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.