გიორგი ვოლსკი – ჯეფრი საქსიზე: როდესაც ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება გაისმის, რასაკვირველია, ეს ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს
„როდესაც ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება გაისმის, რასაკვირველია, ეს ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს,“ – ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ ამერიკელი პროფესორის, ჯეფრი საქსის ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ჩამოდიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის ქვეყანაში არ არიან პოპულარულები და მოწინავე პოლიტიკურ პოზიციებზე მყოფი ადამიანები.
„აქ სურთ, რომ ახალგაზრდებს ტვინი აურიონ და უკარნახებენ იმას, რომ მეიდნის სცენარია ყველაზე მისაღები ქვეყნისთვის. თავის ინტერესი გააჩნიათ და უნდათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მათი ინტერესის რეალიზაცია ასეთი ბოროტი გზით მოხდეს. ამაზე საუბრობს ჯეფრი საქსი – გამოჩენილი მეცნიერი და პოლიტოლოგი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ამერიკელმა პროფესორმა, ჯეფრი საქსმა ევროპარლამენტში გამართული დისკუსიების ფარგლებში საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზეც ისაუბრა.
„თქვენი ევროპარლამენტარები, ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოში ჩადიან, ეს ანადგურებს საქართველოს, ეს არ იცავს საქართველოს“, – აღნიშნა ამერიკელმა პროფესორმა.