საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ანდორის ნაკრები დაამარცხა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ანდორის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაში ანგარიში ანდორელებმა გახსნეს. 84-ე წუთზე მაიკო ბებიამ ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიში გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი 86-ე წუთზე თეონა ბაქრაძემ გაიტანა.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2025 წლის ერთა ლიგის C ლიგის გათამაშების მეორე ჯგუფში ასპარეზობს, სადაც მისი მეტოქეები არიან: ანდორის, კვიპროსისა და მალტის ნაკრებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები