ტრამპი: უკრაინას რუსეთი თავს დაესხა, ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო
რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, მაგრამ შეტევის მიზეზი არ ჰქონდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News Radio-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო.
„რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, მაგრამ შეტევის მიზეზი არ ჰქონდა. შეეძლოთ ამ კაცთან ესაუბრათ. არ არსებობდა თავდასხმის მიზეზი, ეს ყველაფერი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ეს ომი არასდროს უნდა მომხდარიყო. ყოველ ჯერზე, როცა ვამბობდი, რომ ეს რუსეთის ბრალი არ არის.
გეუბნებით, ბაიდენმა არასწორი რაღაცები თქვა, ზელენსკიმ არასწორი რაღაცები თქვა. მათ მიიღეს თავდასხმა ისეთი ვიღაცისგან, ვინც ბევრად უფრო დიდი და ბევრად ძლიერია, რაც ცუდია. მაგრამ შეეძლოთ მარტივად ესაუბრათ, არასდროს არ უნდა მომხდარიყო ეს ომი და ყველა დაღუპული ადამიანი არ უნდა დაღუპულიყო, ეს ქალაქები არ უნდა დანგრეულიყო“, – აღნიშნა ტრამპმა.