პესკოვი: რუსეთისთვის მიუღებელია NATO-ს ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის უკრაინაში განთავსება
დიდი ბრიტანეთის ნებისმიერი გეგმა, უკრაინაში სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჯარების გაგზავნის შესახებ, მოსკოვისთვის მიუღებელი იქნება,- ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს.
მისი თქმით, ჯარების განლაგება, უსაფრთხოების თვალსაზრისით, სხვა მნიშვნელობას იძენს.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით ამ ინფორმაციას და ვაკვირდებით ევროპელების ზოგჯერ წინააღმდეგობრივ ოფიციალურ განცხადებებს ამ საკითხზე. ეს იწვევს ჩვენს შეშფოთებას, რადგან საუბარია სამხედრო კონტინგენტის გაგზავნაზე, NATO-ს ქვეყნების შესაძლო, სამხედრო განლაგებაზე უკრაინაში. ეს სრულიად სხვა მნიშვნელობას იძენს ჩვენი უსაფრთხოების თვალსაზრისით.” – თქვა პესკოვმა.