შოლცი: არასწორია, უარყო პრეზიდენტ ზელენსკის დემოკრატიული ლეგიტიმურობა
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტს ზელენსკის ლეგიტიმაციის შესახებ უპასუხა და აღნიშნა, რომ არასწორი და საშიშია უარყო პრეზიდენტ ზელენსკის დემოკრატიული ლეგიტიმურობა.
როგორც უცხოური მედია წერს, შოლცმა კატეგორიულად უარყო აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “დიქტატორია”.
„უბრალოდ, არასწორი და საშიშია პრეზიდენტ ზელენსკის დემოკრატიული ლეგიტიმურობის უარყოფა. ის არის არჩეული უკრაინის სახელმწიფოს მეთაურად. ის, რომ ომის შუაგულში რეგულარული არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს, შეესაბამება უკრაინის კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონების მოთხოვნებს. საპირისპიროს არავინ არ უნდა ამტკიცებდეს”,- განაცხადა შოლცმა.
კანცლერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი სწორედ რუსეთმა დაიწყო. უკრაინა კი თითქმის სამი წელია, იცავს თავს რუსეთის დაუნდობელი აგრესიული ომისგან.