ანდრეი სიბიგა: ვერავინ აიძულებს უკრაინას დანებებას, დავიცავთ ჩვენი არსებობის უფლებას

ვერავინ აიძულებს უკრაინას დანებებას, დავიცავთ ჩვენი არსებობის უფლებას, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინელმა ხალხმა და მისმა პრეზიდენტმა უარი თქვეს დანებებოდნენ პუტინის ზეწოლას.

„უკრაინამ ევროპის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე საზარელ სამხედრო თავდასხმას და ტოტალური ომის სამ წელს გაუძლო. უკრაინელმა ხალხმა და მისმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვეს დანებებოდნენ პუტინის ზეწოლას. ვერავინ აიძულებს უკრაინას დანებებას, დავიცავთ ჩვენი არსებობის უფლებას“, – წერს სიბიგა X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები