ბოჟაძე – გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე: ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის ფული, შესაბამისად, ხარჯვა და კონტროლი ისევე იქნება, როგორც სხვა ნებისმიერი საბიუჯეტო სახსრების

“მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის ფული და შესაბამისად, მისი ხარჯვა და კონტროლი ისევე იქნება, როგორც სხვა ნებისმიერი საბიუჯეტო სახსრების”, – პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე გრანტების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს.

მისი თქმით, ვისაც აქვს სურვილი, ემსახუროს ქვეყანას სამოქალაქო სექტორიდან, მათ ექნებათ საშუალება, წარადგინონ პროექტები და მიიღონ შესაბამისი დაფინანსება.

“მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის ფული და შესაბამისად, მისი ხარჯვა და კონტროლი ისევე იქნება, როგორც სხვა ნებისმიერი საბიუჯეტო სახსრების. თქვენ იცით, რომ შემცირდა და გაუქმდა USAID-ის დაფინანსება, შეიძლება სხვა ფონდებთან მიმართებით იგივე განხორციელდეს. თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებდა პროექტებს, რომელიც ნამდვილად ხმარდებოდა ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, თუმცა ასეთი პროექტები შეიძლება აღარ დაფინანსდეს. ამიტომ ვისაც აქვს სურვილი ემსახუროს საკუთარ ქვეყანას და ხალხს სამოქალაქო სექტორიდან, მათ ექნებათ საშუალება, წარადგინონ პროექტები, მიიღონ შესაბამისი დაფინანსება,“ – ამბობს ლადო ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები