მაია ბითაძე: ჩვენ ახალი პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განვითარების მომსწრეები ვართ; დღეის შემდეგ მსოფლიო ისეთი აღარასოდეს იქნება, როგორსაც ვიცნობდით ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში

“ჩვენ ახალი პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განვითარების მომსწრეები ვართ. დღეის შემდეგ მსოფლიო ისეთი აღარასოდეს იქნება, როგორ მსოფლიოსაც ჩვენ ვიცნობდით ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის რღვევის შემდგომ”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა..

„ის მოვლენები, რაც მსოფლიოში ვითარდება და მათ შორის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებია, რომ მსოფლიო იცვლება და ამ ფორმატში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თვითონ ევროპის პოლიტიკაზე. იმ პოლიტიკაზე, რომელიც ჩვენს თვალწინ ვითარდება, რომელიც განსაკუთრებით თვალსაჩინო და ცოტა უცნაური გახდა ევროპული პოლიტიკისთვის ბოლო წლების განმავლობაში.

ყველაზე დიდი საფრთხე ევროპისთვის არის თვითონ ევროპა – ეს, შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული სიტყვებია და იმ ნარატივის გაგრძელებაა, რაზედაც ძალიან ბევრი პოლიტიკოსი, მათ შორის ევროპაში, რომ არაფერი საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში ხმამაღლა საუბრობს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ახალი პოლიტიკის ჩამოყალიბების და განვითარების მომსწრეები ვართ და რომ დღეის შემდეგ მსოფლიო ისეთი აღარასოდეს იქნება, როგორ მსოფლიოსაც ჩვენ ვიცნობით ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის რღვევის შემდგომ.

სწორედ ეს არის ის, რაზედაც „ქართული ოცნება“, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, აქტიურად საუბრობს. სწორედ ეს არის ის, რამაც კარგად უნდა დაანახოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ პირველ რიგში უწინარესი და უპირველესი თითოეული ერისთვის თუ ნაციისთვის, რაც არ უნდა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი იყოს, არის ეროვნული ინტერესი. ეს ეროვნული ინტერესი არის ის, რაც ჩვენ უნდა დავიცვათ, როგორც მთავრობამ, ასევე მოსახლეობამ. დღეს მე უკვე ძალიან მიხარია ის, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი, მათ შორის ის, ვინც სკეპტიკურად იყო განწყობილი „ქართული ოცნების“ ნარატივის მიმართ, რომ ჩვენ, ჩვენი სუვერენიტეტი უნდა უზრუნველვყოთ მტკიცედ დგომით და ჩვენი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვით, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხედავს, რომ ეს ნარატივი იყო სწორი და ადეკვატური იმ პოლიტიკისა რომელიც ვითარდებოდა“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები