დავით მათიკაშვილი: დღეს, როდესაც ხედავს ხაზარაძე, რომ მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე რუსეთის მონაწილეობა კვლავ გააქტიურდა, ის ცდილობს საკუთარი პოზიციის შეცვლას

„დღეს, როდესაც ხედავს ხაზარაძე, რომ მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე რუსეთის მონაწილეობა კვლავ გააქტიურდა, ის ცდილობს, საკუთარი პოზიციის შეცვლას. სასაცილო და ღიმილის მომგვრელია, რადგანაც ამ ორმაგი და სამმაგი სტანდარტებით ბუნებრივია, ხაზარაძე ვერავის მოატყუებს,“- ამის შესახებ  პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადების შესახებ განაცხადა, სადაც ის რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე საუბრობს.

„სასაცილოა ხაზარაძეც და მისი პარტიაც იმიტომ, რომ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, თუ რა მესიჯებით მოძღვრავდა ის თავის ქვეყანას. თუ როგორ ცდილობდა „ლელო”, საქართველოს პარლამენტში შემოეტანა რეზოლუცია, სადაც პირდაპირ იყო მოწოდება იმაზე, რომ რუსეთისთვის უნდა დაგვეწესებინა სანქციები, შეგვეზღუდა ფრენები, რუსული სანომრე ნიშნით ავტომობილების შემოსვლა, რუსული ბიზნესები და ა.შ.

დღეს, როდესაც ხედავს ხაზარაძე, რომ მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე რუსეთის მონაწილეობა კვლავ გააქტიურდა, ის ცდილობს, საკუთარი პოზიციის შეცვლას. სასაცილო და ღიმილის მომგვრელია, რადგანაც ამ ორმაგი და სამმაგი სტანდარტებით ბუნებრივია, ხაზარაძე ვერავის მოატყუებს. „ნაციც” და სააკაშვილის ერთიანი სულისკვეთების შემადგენელი ნაწილი იყო ხაზარაძე აქამდეც და ახლაც ისე დარჩება, მიუხედავად იმისა თუ რა განცხადებას გააკეთებს ის დღეს”,- განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები