თორნიკე ჭეიშვილი “კაბელების საქმის” მოსამართლე დავით ჯუღელზე: რთული დასაჯერებელია ის გზავნილები და თეორიები, რომელსაც ბატონი ჯუღელი ამჟამად ავითარებს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პიროვნება დღეს პოლიტიკურ აქტივიზმშია ჩართული

“რა თქმა უნდა ძალიან რთული დასაჯერებელია ის გზავნილები და თეორიები, რომელსაც ბატონი ჯუღელი ამჟამად ავითარებს და ამით ცდილობს გარკვეული მცდარი აღქმების დათესვას და გაღვივებას საზოგადოებაში. იმის გათვალისწინებით, რომ ეს პიროვნება დღეს უკვე შეიძლება ითქვას არის პოლიტიკურ აქტივიზმში ჩართული,” – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა, ყოფილ მოსამართლე დავით ჯუღელზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, დავით ჯუღელი დღეს აშკარად გვევლინება როგორც პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურა და ეს საბოლოო ჯამში მოასწავებს იმას, რომ საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ფაქტების დამახინჯებასთან.

“ის ერთი მხრივ არის სააკაშვილის ადვოკატი, მეორე მხრივ ხდება ცნობილი იმის შესახებ, რომ თავად მისი ოჯახის წევრები იყვნენ და არიან მონაწილეები სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლების, რომელიც არის ორგანიზებული რადიკალური ოპოზიციის მიერ, არიან ახლო მეგობრულ ურთიერთობებში. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მოასწავებს იმას, რომ საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ფაქტების დამახინჯებასთან, ეს არის ძალიან ტენდენციური შეფასებები და კიდევ ერთხელ, იმისთვის რომ ჩავთვალოთ ბატონის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სარწმუნოდ, ამასთან მიმართებით არსებობს ძალიან დიდი კითხვის ნიშნები, იმის გათვალისწინებით, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ის უკვე დღეს აშკარად გვევლინება როგორც პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურა”, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები