თამთა მეგრელიშვილი: ახლო მეგობრული სქემა გახსნილია და ათი წლის შემდეგ ე.წ. „კაბელების საქმის“ ერთ-ერთი მოსამართლე დავით ჯუღელი „ნაციონალური მოძრაობის” შეკვეთილი ტექსტით მოქმედებს
„იცნობდეთ დავით ჯუღელს, სააკაშვილის კარის მსახურს, რომელმაც მოსამართლეობიდან სააკაშვილის ადვოკატობამდე გზა განვლო და რომელსაც სინდისი გზაში ისე შემოეძარცვა რომ კანონიდან უკანონობას ემსახურება და ამაზე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი ე.წ. „კაბელების საქმის“ მოსამართლის შესახებ წერს.
მისივე თქმით, ახლო მეგობრული სქემა გახსნილია და ათი წლის შემდეგ ე.წ. „კაბელების საქმის“ ერთ-ერთი მოსამართლე დავით ჯუღელი “ნაციონალური მოძრაობის” შეკვეთილი ტექსტით მოქმედებს.
„ე.წ. „კაბელების საქმის“ ერთ-ერთი მოსამართლე დავით ჯუღელი ბოლო დღეებია ოპოზიციური მედიის მთავარი რესპონდენტია რადგან ის წლების წინ თითქოს მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის სახელსაც ახსენებს.
ე.წ. „კაბელების საქმეზე“ მუშაობიდან 10 წლის შემდეგ ის ამბობს, რომ მას შვილის გატაცებით ემუქრებოდნენ, ასევე სასურველი გადაწყვეტილების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ თუმცა უცნაურია, რომ მას როგორც ყოფილ მოსამართლეს საკუთარი სიტყვების მტკიცებისათვის არცერთი სხვა მტკიცებულება არ გააჩნია და საკუთარ ნათქვამს ვერ ადასტურებს.
მოსამართლე დავით ჯუღელი, რომელსაც კანონით უნდა ეხელმძღვანელა კანონს გაექცა და დღეს ის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და ნდობით აღჭურვილი პირია.
ის სააკაშვილის ადვოკატი მას შემდეგ გახდა, რაც სააკაშვილმა სოფო ჯაფარიძე საზოგადოებასთან ურთიერთობაში თავის წარმომადგენლად დაასახელა.
სოფო ჯაფარიძე და დავით ჯუღელი კარგი მეგობრები არიან.
დავით ჯუღელი სააკაშვილისთვის იმდენად ახლო და ნდობით აღჭურვილი პირი აღმოჩნდა, რომ წერილებს, რომლებსაც ჯაფარიძეს ან პირადად აძლევენ ან სოციალურ ქსელში უგზავნიან, ჯაფარიძე ჯუღელს გადასცემს და ასე ხვდება ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილთან.
მოკლედ ახლო მეგობრული სქემა გახსნილია და ათი წლის შემდეგ ე.წ. „კაბელების საქმის“ ერთ-ერთი მოსამართლე დავით ჯუღელი “ნაციონალური მოძრაობის” შეკვეთილი ტექსტით მოქმედებს. ტექსტით რომელიც მათივე ეთერებში პოლიტიკური სიახლის წყაროა, მაგრამ სამართლებრივად ვერაფერს ამტკიცებს.
იცნობდეთ დავით ჯუღელს, სააკაშვილის კარის მსახურს, რომელმაც მოსამართლეობიდან სააკაშვილის ადვოკატობამდე გზა განვლო და რომელსაც სინდისი გზაში ისე შემოეძარცვა რომ კანონიდან უკანონობას ემსახურება და ამაზე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.