რატი იონათამიშვილი – ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღება უნდოდათ, მაგრამ ფანტასმაგორია მიიღეს, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა ნიშნავს „ნაცმოძრაობის“ დანაშაულების თანამზრახველობას

„ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღება უნდოდათ, მაგრამ ფანტასმაგორია მიიღეს, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა „ნაცმოძრაობის“ დანაშაულების თანამზრახველობას ნიშნავს,“ – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ევროპარლამენტარებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, ვის და რას უჭერენ მხარს.

„ევროპარლამენტში რეზოლუციის მიღება უნდოდათ, მაგრამ ფანტასმაგორია მიიღეს. ისეთი დოკუმენტი მიიღეს, რომლის მხარდამჭერებსაც კრიმინალური სისტემის თანამზრახველებად აქცევს. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა მისი და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულების თანამზრახველობას ნიშნავს. ამიტომ, ვიდრე პროვოკაციას აჰყვებიან, თითოეულმა მათგანმა კარგად უნდა გააცნობიეროს, სინამდვილეში, ვის და რას უჭერს მხარს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები