ვლადიმერ ბოჟაძე: ასეთი რეზოლუციის სერიოზულად მიღება შეუძლებელია
“ქართული ოცნების” წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ევროპარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, რეზოლუციის, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, სერიოზულად მიღება შეუძლებელია.
„რეზოლუცია, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, 50 დღე-ვადაგასულ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად მოიხსენიებენ, გვაბრალებენ, რომ თითქოს, ჩვენი კოლეგები მათი სურვილის საწინააღმდეგოდ აღარ არიან პარლამენტის წევრები და რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ და არა მათმა პოლიტიკურმა ნებამ და დაწერილმა განცხადებებმა, რა თქმა უნდა, ასეთი რეზოლუციის მიღება სერიოზულად შეუძლებელია“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.