მოსამართლე ავალდებულებს აშშ-ს, უცხოური დახმარების პროგრამებისთვის თანხები ნაწილობრივ აღადგინოს

ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, აღადგინოს გაყინული საგარეო დახმარება ასობით შესაბამისი კონტრაქტორისთვის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ადმინისტრაციის მიერ დახმარების 90-დღიანმა გაყინვამ მათზე ნეგატიური გავლენა მოახდინა,- ინფორმაციას გამოცემა Reuters სასამართლოს დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც “როიტერი” წერს, ბრძანება ტრამპის განკარგულების სრულად დაბლოკვას არ ითვალისწინებს, რადგან მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღდგება საგარეო დახმარების ის კონტრაქტები, რომლებიც ძალაში ტრამპის ინაუგურაციამდე, 20 იანვრამდე უკვე შესული იყო.

აღნიშნული გადაწყვეტილება პირველია, რომელმაც ტრამპის მიერ საგარეო დახმარების გაყინვის ბრძანება ნაწილობრივ დაბლოკა.

მედიის ცნობით, სასამართლომ გადაწყვეტილება საერთაშორისო დახმარების პროექტებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებისა და არაკომერციული ჯგუფების მიერ შეტანილი საჩივრის საფუძველზე მიიღო.

ცნობისთვის, 20 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომელიც 90 დღით ყველა სახის საგარეო განვითარების დახმარების შეჩერებასა და გადახედვას ითვალისწინებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები