რატი იონათამიშვილი – NED-ი არაერთ ქვეყანაშია მხილებული ძირის გამომთხრელ საქმიანობაში

„NED-ი არაერთ ქვეყანაშია მხილებული ძირის გამომთხრელ საქმიანობაში,“ – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, , ეს ორგანიზაცია შეურაცხყოფას, პირველ რიგში, ამერიკას და ამერიკელი ხალხის დამსახურებას აყენებდა, მათთვის რეპუტაციული ზიანი მოჰქონდა.

„მისი საქმიანობის გამო ჯერ კიდევ წლების წინ სახელმწიფო დეპარტამენტის საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები წუხდნენ. სამწუხაროდ, მაშინ ამაზე ღიად ჩვენს გარდა არავინ არ საუბრობდა. მოხარული ვარ, რომ ეს კრიტიკა უმაღლესი დონიდან ისმის“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ NED-ს დაფინანსება შეუჩერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები