„აღნიშნული პრეცედენტი მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით,“ – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი, ვახტანგ ჩოჩია უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.
„ის ფაქტი, რომ ისინი უცხოეთიდან ფინანსდებიან და წარმოადგენენ უცხოეთის ინტერესების, გავლენის გამტარებელს საქართველოში, ჩვენთვის ახალი არ არის. აღნიშნული პრეცედენტი მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თუ გამოიკვეთება კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული, შემდგომ აღიძვრება საქმე და ეს პირები დაბარებული იქნებიან გამოძიება იმ შემთხვევაში, თუ მათი ბრალი დადასტურდება. მაშინ ეს პირები მიეცემიან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში“, – განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.
ცნობისთვის, პროკურატურამ სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე, საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე გამოძიება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო.