ტრამპი: ახლახან ველაპარაკე ზელენსკის, საუბარმა ძალიან კარგად ჩაიარა – დროა შეწყდეს ეს აბსურდული ომი

ახლახან ველაპარაკე უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, საუბარმა ძალიან კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ზელენსკისაც, ისევე როგორც პრეზიდენტ პუტინს, სურს მშვიდობის დამყარება.

„ახლახან ველაპარაკე უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის. საუბარმა ძალიან კარგად ჩაიარა. მას, ისევე როგორც პრეზიდენტ პუტინს, სურს მშვიდობის დამყარება. ჩვენ განვიხილეთ ომთან დაკავშირებული სხვადასხვა თემა, მაგრამ ძირითადად, შეხვედრა, რომელიც პარასკევს იმართება მიუნხენში, სადაც დელეგაციას უხელმძღვანელებენ ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. იმედი მაქვს, რომ შეხვედრის შედეგები დადებითი იქნება. დროა შეწყდეს ეს აბსურდული ომი, რომელმაც უზარმაზარი და სრულიად არასაჭირო მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ღმერთმა დალოცოს რუსეთისა და უკრაინის ხალხი!“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები