“მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, შევხვდი ანდორის სამთავროს სახელმწიფო მდივანს ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში, მარკ როსელ სოლერს” – ანრი ოხანაშვილი

“მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, შევხვდი ანდორის სამთავროს სახელმწიფო მდივანს ციფრული ტრანსფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის საკითხებში, მარკ როსელ სოლერს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მინისტრის თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელით, ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას, მსოფლიოში დღეს აქტუალურ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ციფრული მმართველობა, კიბერუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი.

“ჩვენი ამოცანაა, ვიმუშაოთ ჩვენი საზოგადოებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე და ვფიქრობ, ამ მიმართულებით ანდორის სამთავროსთან თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება”, – წერს ანრი ოხანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები