საბერძნეთში ახალ პრეზიდენტად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აირჩიეს

საბერძნეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კონსტანტინოს ტასულასი აირჩია.

საბერძნეთის პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად მეოთხე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, რადგან პირველ სამ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. მეოთხე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 151 ხმა იყო. ტასულასის კანდიდატურას კი მხარი 160 ხმით დაუჭირეს.

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 13 მარტს გაიმართება.

მანამდე, მისი კანდიდატურის წარდგენის გადაწყვეტილებამ გააბრაზა მომიტინგეები, რომლებიც გასულ თვეში პარლამენტის წინ აქციებს აქტიურად მართავდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ტასულასის პარლამენტის სპიკერობის დროს, დეპუტატებმა ვერ გამოიძიეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, საბერძნეთში ყველაზე საშინელი სარკინიგზო კატასტროფის დროს. ცნობისთვის, პარლამენტი ერთადერთი ორგანოა, რომელსაც ბერძნული კანონმდებლობით პოლიტიკოსების გამოძიება შეუძლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები