ზურაბ ქადაგიძე უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებაზე: „ზელენსკის “ფან-კლუბი” ახლა მაინც თუ ხვდებით, რამხელა უბედურებას გადაურჩა საქართველო?!
პარტია „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას „უკრაინა შესაძლოა, ოდესღაც რუსეთი გახდეს. ამერიკამ ბევრი ფული ჩადო უკრაინის დახმარებაში და მე მათ ვუთხარი, რომ მინდა ეკვივალენტი, მაგალითად 500 მილიარდი დოლარის იშვიათი წიაღისეული ლითონების სახით. ისინი დამეთანხმნენ” სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში საქართველო წიაღისეულით ვერავის ვერ გააკვირვებდა და ქვეყანას სოფელ-სოფელ გაყოფდნენ გეოპოლიტიკური მონსტრები.
„ზელენსკის “ფან კლუბი” ახლა მაინც თუ ხვდებით, რამხელა უბედურებას გადაურჩა საქართველო?!
წიაღისეულით ვერავის გავაკვირვებდით და შესაბამისად, სოფელ-სოფელ გაგვიყოფდნენ გეოპოლიტიკური მონსტრები, თან ისე, რომ ჩვენ არავინ არაფერს არ შეგვეკითხებოდა – აი, ზუსტად ისე, როგორც მილიონობით უკრაინელის აზრი აღარავის არ ადარდებს!
P.S. ჰო, გარდაცვლილებს ნამდვილად დაგვამარხვინებდნენ, მაგაზე არავინ დაგვაყვედრიდა ორ გოჯ მიწას!” – ზურაბ ქადაგიძე.