“მომდევნო დღეებში ქვეყნის მასშტაბით ცა კვლავ ღრუბლიანი იქნება; პერიოდულად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ქარის გაძლიერება” – მეტეოროლოგი
“მომდევნო დღეებში ქვეყნის მასშტაბით ცა კვლავ ღრუბლიანი იქნება. პერიოდულად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ქარის გაძლიერება”, – ამის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ჰაერის ტემპერატურა საშუალო მაჩვენებელზე დაბალი დარჩება და უახლოეს პერიოდში სტაბილური, მზიანი ამინდი არ არის მოსალოდნელი.
მიუხედავად იმისა, რომ წვიმა ხანმოკლე იქნება და არა ინტენსიური, ძლიერი ქარი და დაბალი ტემპერატურა საერთო სურათს უფრო მკაცრს გახდის.
მე მჯერა – თუნდაც ღრუბლებში, სადღაც ყოველთვის იმალება ფერადი რკალი, რომელიც სიხარულს მოგიტანთ”, – წერს კობა ფარტენაძე.