ტრამპმა მექსიკის ყურეს სახელი გადაარქვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ ოფიციალურად დაარქვა მექსიკის ყურეს „ამერიკის ყურე“ და 9 თებერვალი „ამერიკის ყურის დღედ“ გამოაცხადა.

პრეზიდენტმა თანამდებობაზე მოსვლამდე დააანონსა ცვლილება და ამის შესახებ განაცხადა. ოფიციალური განცხადება კი კვირას, საღამოს, თეთრი სახლის ვებსაიტზე მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც Air Force One-მა ნიუ ორლეანში მიმავალ გზაზე ყურეს გადაუფრინა.

მისი თქმით, ეს “აღადგენს ამერიკის სიამაყეს ამერიკის დიდებულების ისტორიაში”.

“ტერიტორია, რომელიც ადრე მექსიკის ყურედ იყო ცნობილი, დიდი ხანია, ჩვენი ერის განუყოფელი ნაწილია და რჩება ამერიკის წარუშლელ ნაწილად”,- განაცხადა ტრამპმა.

ტრამპი მოუწოდებს საჯარო მოხელეებს და მოქალაქეებს, რომ დაიცვან ამერიკის ყურის დღე „შესაბამისი პროგრამებით, ცერემონიებითა და აქტივობებით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები