აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი მზად არის იყიდოს ღაზა, მაგრამ შეუძლია, მიწის ნაკვეთები ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებს გადასცეს, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ მის აღდგენაში,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
„ღაზა ნანგრევებადაა ქცეული. ამ შენობებში ცხოვრება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ამ ადგილს კარგ ტერიტორიად ვაქცევთ. სხვა ქვეყნებს მივცემთ უფლებას, განავითარონ მისი ნაწილები. ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შეეძლებათ იქ ცხოვრება, მაგრამ ჩვენ ვიზრუნებთ პალესტინელებზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მათ ჰარმონიულად და მშვიდობიანად იცხოვრონ“- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ ეგვიპტე, იორდანია და საუდის არაბეთი, რომელსაც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები გააჩნია, ჩაერთვებიან პალესტინელი ხალხის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროცესში.